ჩვენი გუნდი
დირექტორი
გოჩა არსიაშვილი
დაბადებული: 04/01/1976
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია B კრედიტის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა 2009 წლის 1 სექტემბერს.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი წარმოების ეკონომიკის სპეციალობით.
2009 წლიდან დღემდე თავისუფალი უნივერსიტეტის ESM ბიზნეს სკოლის მაგისტრანტია.
2002 წლის ნოემბრიდან 2009 წლის ივნისამდე მუშაობდა ს.ს ”სახალხო ბანკში”, სადაც სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ვაკის სერვის ცენტრის მენეჯერის, მთაწმინდა-კრწანისის ფილიალს მმართველის, ქსელის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსის, ფრონტ-ოფისის და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
ფინანსური განყოფილების უფროსი
დავით შაფაქიძე
დაბადებული: 11/12/1967
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია B კრედიტის ფინანსური განყოფილების უფროსის პოზიციაზე დაინიშნა 2009 წლის 1 სექტემბერს.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსები და კრედიტის სპეციალობით.
1998 წელს დაამთავრა პ.გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1990-1995 წლებში მუშაობდა ს.ს ”ბინსოცბანკის” ისნის ფილიალში.
1995-2006 წლებში მუშაობდა ს.ს ”აგრომრეწვბანკის”, შემდგომში ს.ს. ”სახალხო ბანკის” შიდა აუდიტის სამსახურში.
2006-2009 წლებში ს.ს. ”აგროინვესტბანკის” ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსად.
დაკრედიტების მართვის განყოფილების უფროსი
ვახტანგ დაბახიშვილი
დაბადებული: 22/06/1985
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია B კრედიტის დაკრედიტების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე დაინიშნა 2009 წლის 1 სექტემბერს.
2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ტექნიკური ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით, ამჟამად CAC (კავკასიის აკადემიური ცენტრი)-ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრანტია.
ვახტანგ დაბახიშვილს გააჩნია საბანკო სისტემაში მუშაობის ოთხ წლიანი გამოცდილება. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ს.ს ”საქართველოს ბანკი”-ს სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების დეპარტამენტში გაყიდვების მენეჯერის და საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე და ს.ს ”სახალხო ბანკი”-ს დაკრედიტების მართვის დეპარტამენტში სამომხმარებლო დაკრედიტების ტრენერის თანამდებობაზე.
იურიდიული განყოფილების უფროსი
დავით ჭულუხაძე
დაბადებული 17/09/1980
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია B კრედიტის იურიდიული განყოფილების უფროსის პოზიციაზე დაინიშნა 2009 წლის 1 სექტემბერს.
2003 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ სამმართველოში იურისტად და ს.ს ”სახალხო ბანკში” იურიდიულ დეპარტამენტში სპეციალისტად.