კომპანიის შესახებ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”B კრედიტი” დაარსდა 2009 წლის 1 სექტემბერს, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. კომპანია დაფუძნებულია 100%-ით ქართული კაპიტალით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”B კრედიტი”-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ფიზიკური პირების და მცირე ბიზნესის მიკროდაკრედიტება. მიმდინარე ეტაპისთვის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ოთხ განსხვავებული ტიპის პროდუქტს:
ჩვენი კომპანიის მისიაა - შევუქმნათ ჩვენს თანამშრომლებს და დამფუძნებლებს საიმედო პარტნიორული გარემო, ხელი შევუწყოთ ჩვენი კლიენტების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სტაბილურობას, სწრაფი და ადვილად მისაწვდომი სერვისის და მოქნილი საკრედიტო პოლიტიკის გზით.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენი ბიზნეს სტრატეგია მაქსიმალურად იყოს მორგებული ბაზრის მოთხოვნებზე. სწორედ ამიტომ, კომპანიამ საკუთარი საკრედიტო სტანდარტების, სესხის გაცემის კრიტერიუმების და პროცედურების გამარტივებით მაქსიმალურად გაზარდა კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომები. კერძოდ, ”B კრედიტი”-ს საკრედიტო პოლიტიკა ითვალისწინებს მსესხებლების მაქსიმალურ თავისუფლებას, როგორც გადახდის გრაფიკის არჩევაში, ასევე ამ გრაფიკის შემდგომ ცვლილებებში. ბიზნესის ან სხვა ტიპის შემოსავლების გათვალისწინებით მსესხებლები თავად განისაზღვრავენ საშეღავათო პერიოდებს. ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად ვადამდე დაფარვაზე არ არის დაწესებული პირგასამტეხლო”.
”B კრედიტი”-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალი მცირე ბიზნესის შექმნის და შესაბამისად დასაქმების ხელშეწყობა